გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 20 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 20 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევის 20 ფაქტი გამოვლენილია ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის 20 ფაქტი გამოვლენილია ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.

მოქალაქეებმა სოფლების: ხევისჭალა, საბერო, ახალსოფელი, ჭიაური, ჭერემი, ზემო კაჭრეთი, ნინოწმინდა - მიმდებარე ტყეებში და შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვეს, დაახლოებით, 13 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვებების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმები შეადგინეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფრომაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა