თბილისში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები გაიხსნა

4-5 ნოემბერს, თბილისში, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამთავრობო მოლაპარაკებები იმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მოლაპარაკებების დროს მხარეები განიხილავენ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებსა და პარტნიორობის სამომავლო გეგმებს, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: პროფესიული განათლება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, ასევე მდგრადი ურბანული განვითარება.

„სამთავრობო მოლაპარაკებებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან მონაწილეობენ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

საქართველოს მხრიდან - ფინანსთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ქალაქ ბათუმისა და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმილია რიგი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერა.

წინა სამთავრობო მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 2019 წელს გაიმართა, გამოყოფილმა თანხამ 188,5 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 53 მილიონი ევრო არის გრანტი. ამას ემატება რეგიონალური თანამშრომლობა, რომლისთვისაც 75,94 მილიონი ევროს გრანტია გამოყოფილი, რომლიდანაც საქართველოს წილი ყველაზე დიდია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ღონისძიება ქვეყანაში დაწესებული რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა