ზაალ უდუმაშვილი - ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყება ნამდვილად არ გამკვირვებია, ჩვენი დეპუტაციიდან არავინ გამორიცხავს, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ

ელენე ხოშტარია ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზზე ამ დღეების განმავლობაში და ნამდვილად არ გამკვირვებია მისი ეს ნაბიჯი - ჩვენი დეპუტაციიდან არავინ გამორიცხავს, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მათ ვერ დაინახეს, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯების დგამს, ყველა მზად არის პროტესტის ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს, როგორიც შიმშილობაა.

"თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ ბრძოლაში თავდადება. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ახლა იმის ფუფუნება და დრო, რომ ხელისუფლებას ვადები მივცეთ და ულტიმატუმები ვუყენოთ. ახლა არის ძალიან სწრაფი მოქმედების დრო. საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და საუბარია კონკრეტულ დღეებზე და კონკრეტულ საათებზე. ამიტომ ჩვენი ყველას მოვალეობაა, რომ იზრუნველვყოთ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდოს სამედიცინო სერვისი და ძალიან სწრაფად მოხდეს მისი გათავისუფლება. არავინ გამორიცხავს ჩვენი დეპუტაციიდან, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ, თუ ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ყველა მზად არის ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო