გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის, მიწისქვეშა წყლების მართვის თემაზე ერთკვირიანი ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის, ერთკვირიანი ტრენინგი თემაზე „მიწისქვეშა სასმელი წყლების მოდელირება თანამედროვე მეთოდოლოგიით“ საერთაშორისო ექსპერტმა, ვიბრანდ ვან ელენმა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საერთაშორისო ექსპერტმა სააგენტოს თანამშრომლებს ინფორმაცია გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილების და მიწისქვეშა სასმელი წყლების მოდელირების სისტემის დანერგვისთვის აუცილებელი საქმიანობის შესახებ.

მიწისქვეშა წყლების მოდელირების თანამედროვე სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჰიდროგეოლოგიური ამოცანის გადასაწყვეტად, მათ შორის, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების შეფასების და პროგნოზირებისთვის, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში მათი მდგრადი მართვისთვის.

ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა