რატი იონათამიშვილი - შიმშილობა, რომლის მიზანია ადამიანს ჩადენილი დანაშაული შერჩეს, სამართლიანი სახელმწიფოსთვის არასწორია

შიმშილობა, რომლის მიზანია ადამიანს ჩადენილი დანაშაული შერჩეს, სამართლიანი სახელმწიფოსთვის ძალიან არასწორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად იონათამიშვილმა განაცხადა, რომ „თითოეული პატიმრის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული“.

„ვისურვებდი, რომ იმ პირებს, ვინც სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მეტი თანაგრძნობა იმ ადამიანებისა და ოჯახების წინაშე ჰქონდეთ, ვისაც აწამებდნენ და ვისი სიცოცხლის უფლებაც სააკაშვილმა მოსპო. ვინც დღეს ცდილობს იყოს სააკაშვილისადმი სოლიდარული, იმას ნიშნავს, რომ ის ამართლებს და ახალისებს ძალადობას, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებაში სისტემური ხასიათი ჰქონდა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულშია მხილებული, არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი.

„საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის, რისთვის იხდის სააკაშვილი სასჯელს. ის არ აღიარებდა და დღემდე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. იმ ადამიანის შეწყალებაზე, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს და არ მიიჩნევს, რომ მოქალაქეების წინაშე მცირედი გადაცდომაც კი ჰქონია, ძალიან უსინდისო პოზიციაა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა