თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებებთან და კანონთან შესაბამისობაშია „მწვანე საშვის“ მექანიზმია, რომელზეც სამინისტრო მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებებთან და კანონთან შესაბამისობაშია ე.წ. მწვანე საშვის მექანიზმია, რომელზეც სამინისტრო მუშაობს.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხვა შემთხვევაში ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ სამედიცინო ინტერვენციაზე.

„ერთადერთი მექანიზმი, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან, კანონთან პაციენტის უფლებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ სამედიცინო ინტერვენციაზე, ეს არის „მწვანე საშვის“ მექანიზმი. ეს ითვალისწინებს გარკვეულ არჩევანს ვაქცინაციას ან სხვა ალტერნატივებს. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, ეთიკურად გამართული და ამის დამუშავებაზე მიდის მუშაობა.

რაც შეეხება მედიკოსების ვაქცინაციის მაჩვენებელს და უნდა იყოს თუ არა ის სავალდებულო, გაბუნია ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი თითქმის 80%-ს აღწევს.

„ჩვენ მედიკოსებთან გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს. რა თქმა უნდა, მოთხოვნა და ეპიდუსაფრთხო გარემო ისევე ეხება მედიკოსს, როგორც ეხება მასწავლებელს, პოლიციელს და ნებისმიერ სხვა ჯგუფს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს