გაბუნია - საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში

საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, ვისაც მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა სჭირდებოდა, ეკლესია დაეხმარა. აქაც ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში დახმარების მიზნით ეკლესიას მიმართა.

ამასთან, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შემთხვევების შესამცირებლად გამოსავალი ისევ რეგულაციების შესრულებაში მდგომარეობს. „თუმცა, აქაც გარკვეული მიმდინარე პროცესები, აქციები, რომელიც მიმდინარეობს მობილობის დიდი წყაროა და რა თქმა უნდა, ეს "ბუსტერს" ქმნის, მაგრამ მე მაინც დავუბრუნდები სამოქალაქო პასუხისმგებლობის აუცილებლობას.

ჩვენს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პრობლემა, რაც რეალურად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა, შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ საზოგადოებრივი ძალისხმევით. ამდენად, მოწოდება არასამთავრობო სექტორის, მედიის და საინფორმაციო კამპანია, მხარდაჭერა და პირადი მაგალითი, რომელიც დადებით გადაწყვეტილებაზე ყველაზე ძლიერ მოქმედი ინსტრუმენტი აღამოჩნდა, ეს უნდა მოხდეს.გარდა ამისა, ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებაში და არ შემიძლია ამ თემას გვერდი ავუარო, დღეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, ვისაც მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა სჭირდებოდა, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო. აქაც ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, - აცხადებს გაბუნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო