ანა ნაცვლიშვილმა გენერალურ პროკურატურას ქუთაისის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის იზა ჩირგაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა

პარტია “ლელო - საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გენერალურ პროკურატურას ქუთაისის ერთ-ერთი სააუბნო საარჩევნო კომისიის წევრის იზა ჩირგაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა.

როგორც ნაცვლიშვილმა სარჩელის შეტანის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურის მიერ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი როგორც საქართველოს მოქალაქის უფლება სამართლიან არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეილახა და მოითხოვს მას მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

“თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი თუ გაყალბების მანიშნებელი ფაქტი არჩევნებთან დაკავშირებით, ამ მძიმე “ბუკეტშიც” კი გამორჩეულად საგანგაშოა ქუთაისის ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის იზა ჩირგაძის განცხადება არჩევნების სისტემური გაყალბების სქემასთან დაკავშირებით. ყველასთვის ცნობილია ამ საქმის დრამატული განვითარება. ის ინფორმაცია, რომელიც გახდა ცნობილი აჩენს უკიდურესად საფუძვლიან ეჭვს იმის შესახებ, რომ ამ განცხადების გაკეთების შემდეგ იზა ჩირგაძე მისი გაჩუმების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ზეწოლას დაექვემდებარა. ჩვენ ვნახეთ, რომ ის გამოიკითხა პოლიციაში, დღეს მე მოვედი გენერალურ პროკურატურაში და მაქვს 3 მოთხოვნა. პირველი - საკითხის აქტუალობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო უწყებების ჩართულობა იკვეთება ამ საქმეში, საქმის გამოძიებას უნდა აწარმოებდეს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს პროკურატურა. ამიტომ მივმართავ გენერალურ პროკურატურას, რომ წამოიღოს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და პირადად ირაკლი შოთაძის კონტროლის ქვეშ დაიწყოს გამოძიება. ეს არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოსაძიებელი საქმე. მეორე - გამომდინარე მაღალი საჯარო ინტერესიდან, ისინი ვალდებულები არიან, რომ უზრუნველყონ საქმის გამჭვირვალე გამოძიება და როგორც უყვართ ხოლმე ბრიფინგების მოწყობა მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლების ინტერესშია, შექმნან წინასწარი განწყობა საქმესთან მიმართებაში, ეს სტანდარტი არ დაავიწყდეთ და პერიოდულად საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. ამავე დროს მაქსიმალურად სწრაფად წარიმართოს გამოძიება და შედეგი გახდეს ცნობილი საზოგადოებისთვის, როგორც იზა ჩირგაძეზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე არჩევნების გაყალბების სქემასთან დაკავშირებით, რომელზეც მან ისაუბრა. მესამე - აქამდე ხელისუფლება საუბრობდა და აიგნორებდა არჩევნების გაყალბების სხვადასხვა ფაქტებს და მტკიცებულებეს. ისინი საუბრობდნენ ზოგადად და აბსტრაქტულად და უქმნიდნენ საზოგადოებას განცდას, რომ არჩევნების გაყალბება არის მათგან მოშორებით მომხდარი დანაშაული, ვინაიდან სამართლიანი არჩევნები არის საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, მე მოვითხოვ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შემელახა უფლება სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის, ამ საქმესთან დაკავშირებით გაკეთდეს პრეცედენტი, რომლის ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს და ცნობილ ვიქნე დაზარალებულად, ვინაიდან შემელახა კონსტიტუციური უფლება და შესაბამისად, მომენიჭოს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი ყველა თანმდევი უფლებით”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო