პაატა იმნაძე - პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებული იდეა, რაც აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი მკურნალობის იდეას გულისხმობს, ვერ განხორციელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებულ იდეა, რაც აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი მკურნალობის იდეას გულისხმობს, ვერ განხორციელდება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყველა სხვა პუნქტში პრეზიდენტს ეთანხმება და ამისთვის დღეს მადლობა პირადად გადაუხადა.

„ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. ასე რომ, არა მგონია ეს იდეა განხორციელდეს, მაგრამ სხვა დანარჩენში, აბსოლუტურად ყველა პუნქტში ვეთანხმები. დღეს მეც გადავუხადე მადლობა იმისთვის, რომ ყველა ის პუნქტი გააჟღერა“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე განმარტება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მასთან დებატების გამართვას ითხოვენ.

„ცნობილი ჯგუფია, რომელიც დებატებს ითხოვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პოზიციას, არ შემიძლია დავჯდე დებატებზე თემაზე, მაგალითად, დედამიწა მრგვალია თუ ბრტყელი“, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ხელისუფლებას მიმართა, სასწრაფო და მკაცრი ზომები მიიღოს იმისთვის, რომ აცრა სავალდებულო იყოს რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტი დაწესდეს საჯარო სივრცეებში და ასევე, განიხილონ ფასიანი მკურნალობის შემოღების საკითხიც აუცრელი ადამიანებისთვის.

იხილეთ ვიდეო:განხორციელდება თუ არა პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებული იდეა, რაც აუცრელი ადამიანებისთვის ფასიან მკურნალობას გულისხმობს? - პაატა იმნაძე განცხადებას აკეთებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა