გურამ მაჭარაშვილი - ახლა შეიძლება სხვა ოპოზიციონერმაც დაიწყოს შიმშილობა, ელენე ხოშტარიას შიმშილობის მიზეზის დაკმაყოფილების მოთხოვნით

ადამიანი იმის გამო შიმშილობს, რომ სხვისი შიმშილობის გაურკვეველი მიზანი დაკმაყოფილდეს - ახლა შეიძლება სხვა ოპოზიციონერმაც დაიწყოს შიმშილობა, ელენე ხოშტარიას შიმშილობის მიზეზის დაკმაყოფილების მოთხოვნით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

ამ კონტექსტში მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად სააკაშვილის შიმშილობის მიზეზი გაურკვეველია და დასძინა, რომ სიტუაცია არასერიოზულია.

"დამისახელეთ ერთი ცივილიზებული ქვეყანა, სადაც ხელისუფლებები შიმშილობებით იცვლება. პოლიტიკური კრიზისი არის არა ქვეყანაში, არამედ მათ პარტიაში. სამართლებრივ სახელმწიფოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემდგომ ყველამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ისინი საარჩევნო კომისიებში საკუთარ დამკვირვებლებს და წარმომადგენლებსაც არ სცემენ პატივს, როცა ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ სურთ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა