ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვლევის თანახმად, მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში კორონავირუსით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 98,95% არავაქცინირებული იყო

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2020 წლის 15 მარტიდან, ანუ მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის აცრის პროცედურა დაიწყო, სექტემბრის პერიოდამდე ქვეყანაში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 5 469 ადამიანი. ამ შემთხვევაში არავაქცინირებული იყო 98,95%.

ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდის ვაქცინაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იკლებს. მისვე თქმით, გარკვეულად იზრდება ბუსტერი, დაახლოებით 2 500 – 2 700 ბუსტერი არის გაკეთებული, თუმცა ეს ახალგაზრდა მოსახლეობის ხარჯზეა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მოლოდინი აქვთ იმის, რომ ბუსტერები გაიზრდება იანვარში, დაახლოებით 150 000 ბუსტერს ელოდებიან.

მან წარმოადგინა ანალიზი თუ როგორ იცავს ადამიანს აცრა კორონავირუსისგან.

„30 სექტემბრის პერიოდით აღებული, სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი ჩვენი კვლევით არის 9,87-ით ნაკლები არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ამ ხნის განმავლობაში, 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში ვაქცინირებული სრულად იყო 814 851 პირი და აქედან იდენტიფიცირებული იქნა 11 403, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა კოვიდის შემთხვევა. ამ პერიოდში ჰოსპიტალიზირებული იყო სულ ქვეყანაში 15 მარტიდან მოყოლებული 53 767 ადამიანი და ჰოსპიტალიზაცია ვაქცინირების შემდეგ დასჭირდა 1 386 ადამიანს. ვაქცინაციის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ არის 93,4 %. 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა არის 91,7%. ხოლო 18-59 წლის ასაკის ადამიანებში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტურობა არის ვაქცინაციის 95%.

60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინირებულებში ინსტენსიური მკურნალობის საჭიროება 97,5% ნაკლებ შემთხვევაში დგება არავაქცინირებულებთან შედარებით. 18-59 წლის ასაკის ადამიანებში ინტენსიურ ჯგუფში მოხვედრის მხრივ დაცვა არის 99%. სულ ინტენსიურში მოხვდა ორჯერ ვაქცინირებული 72 პირი“, - აცხადებს გამყრელიძე.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს