სალომე სამადაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე - სამწუხაროა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავზე ასეთი ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ პოლიტიკოსებს

სამწუხაროა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავზე ასეთი ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ პოლიტიკოსებს, რომ ზემოქმედება მოახდინონ პოლიტიკურ პროცესზე - ხელისუფლების მხრიდან სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, დიდხანს ვერ გაგრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმშილობის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან კონსილიუმის რეკომენდაციების გაზიარებაა.

„ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რომ პროტესტის ასეთი ექსტრემალური ფორმის გამოყენება ხდება მაშინ, როცა ერთი მხრივ, პოლიტიკოსს სურს განგაშის ზარი შემოკრას და მეორე მხრივ, ხედავს, რომ ამოწურა ყველა შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავზე ასეთი ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ პოლიტიკოსებს, რომ ზემოქმედება მოახდინონ პოლიტიკურ პროცესზე და ხელისუფლების მხრიდან სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ემუქრება სულ უფრო მეტი საფრთხე. ხვალ კონსილიუმი შედგება რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ამ კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია სრულად უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ. სხვა გამოსავალი არ არსებობს და ეს მისცემს შესაძლებლობას ელენეს და სხვებსაც ვისაც გამოცხადებული აქვს შიმშილობა, შეწყვიტონ შიმშილობის პროცესი,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს