საკვანძო კომპეტენციებში სასწავლო კურსების რეგისტრაციის პროცესი 13 ნოემბრამდე გაგრძელდება

საკვანძო კომპეტენციებში სასწავლო კურსების რეგისტრაციის პროცესი 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, სამუშაოს მაძიებლებისთვის საკვანძო კომპეტენციებში მოკლევადიანი ტრენინგ კურსებზე რეგისტრაცია 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, 22 ნოემბრიდან ონლაინ რეჟიმში დაიწყება. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა. ტრენინგ კურსებზე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ლინკზე:https://bit.ly/38TjzUE

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრენინგ კურსი წარიმართება შემდეგი მიმართულებებით: პერსონალური და სოციალური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; სამეწარმეო კომპეტენცია.

„საკვანძო კომპეტენცია წარმოადგენს ცოდნის, უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ ერთობლიობას, პიროვნული მიღწევებისა და განვითარებისთვის, სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

საკვანძო კომპეტენციებში სამუშაოს მაძიებელთა მომზადების მიზანია მათი უზრუნველყოფა შესაბამისი უნარ-ჩვევებით, რათა იყვნენ აქტიური შრომის ბაზარზე.

საკვანძო კომპეტენციების ტრენინგები განკუთვნილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის. კერძოდ, 16 წლის ასაკიდან დაინტერესებული, შესაბამისი კომპეტენციების ამაღლების საჭიროების მქონე პირთათვის, რომლებსაც შემდგომში ექნებათ შესაძლებლობა გააქტიურდნენ შრომის ბაზარზე.

სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, თელავი.

მოკლევადიან სასწავლო კურსს განახორციელებენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები:ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია” (პერსონალური და სოციალური კომპეტენცია); საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA (ციფრული კომპეტენცია); ააიპ ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი (სამეწარმეო კომპეტენცია).

აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.

სასწავლო კურსში ჩართვისთვის, სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს, სადაც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მიერ გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია, რის შემდეგ შეძლებს აღნიშნულ კურსებზე ჩართვას.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის და რეგიონული სერვის ცენტრების მისამართებია:

ცენტრალური ოფისი: ქ. თბილისი; მიხეილ ასათიანის 9; თბილისი: მიცკევიჩის 23; სარაჯიშვილის 1; აღმაშენებლის 140 ა; კოსტავას 47/57;აჭარა: ქ. ბათუმი; ტაბიძის 2 ა;სამეგრელო-ზემო სვანეთი: ქ. ზუგდიდი; აღმაშენებლის 106;იმერეთი: ქ. ქუთაისი; ტაბიძის 40;გურია: ქ. ოზურგეთი; ჭავჭავაძის 19; შიდა ქართლი: ქ. გორი; გმირების 18;კახეთი: ქ. თელავი; აღმაშენებლის 41;ქვემო ქართლი: ქ. რუსთავი; ცურტაველის 5 ა.

მოკლევადიანი კურსები „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა”, - აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა