„ემპათია“ - სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა ცენტრი „ემპათიას“ მიერ სამედიცინო შემოწმებაზე, შესაბამისად, პენიტენციური სამსახურის სუპერვიზიას აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს

ცენტრ „ემპათია“განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს თამთა დემურიშვილს ექსპერტთა კვალიფიკაციაში ეჭვი შეაქვს.

„ემპათია“ მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა ცენტრი „ემპათიას“ მიერ სამედიცინო შემოწმებაზე, შესაბამისად, „პენიტენციური სამსახურის სუპერვიზიას აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს“.

„03/11/2021 წელს ცენტრი „ემპათიას“ ელ. ფოსტაზე, 21:11 სთ - ზე მიღებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის თამთა დემურიშვილის პასუხი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დემურიშვილი მოითხოვს ექსპერტთა თანხმობას, რათა მან მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა სპეციალურ სამსახურის მიერ დამუშავებული იქნას ექსპერტთა პერსონალური ინფორმაცია, მოხდეს ექსპერტთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, ასევე, ეჭვი შეაქვს ექსპერტთა კვალიფიკაციაში. საჯაროდ, მივმართავთ, დემურიშვილს დააზუსტოს რა სახის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს, ვინაიდან ყველა ექსპერტის პროფესიული სახელმწიფო სერთიფიკატი წარდგენილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი ცენტრი „ემპათიას“ მიმართვაში 29/11/2021 წელს. აღნიშნული სერთიფიკატები არის საჯარო და ხელმისაწვდომი სსიპ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საიტზე: http://45.8.38.201/certificate/index.php?search=004759&submit=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წერილი არღვევს საქართველოს კანონს პაციენტის უფლებების შესახებ, ასევე, საქართველოს კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, არღვევს ციხეების ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით დაუშვებელია და პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული აზრი თავისი მდგომარეობის შესახებ. მიხეილ სააკაშვილს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უფლება და მან თანხმობა განაცხადა ცენტრი „ემპათიას“ მიერ სამედიცინო შემოწმებაზე, შესაბამისად, პენიტენციური სამსახურის სუპერვიზიას აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე, წერილი გასაჩივრდება იუსტიციის მინისტრთან და მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა, ასევე, მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

რაც შეეხება, საქართველოს მე - 3 პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზას „სტამბოლის პროტოკოლის“ სტანდარტების შესაბამისად, იგი ჩატარდება ნებისმიერი შეზღუდვის პირობებში, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღნიშნული წერილი თან დაერთვება შეზღუდვათა ჩამონათვალს“, - ნათქვამია „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა