„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 18:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გააპროტესტებენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ და მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.