ეკა ხერხეულიძე - სალომე ზურაბიშვილს რასაც უკარნახებენ ისე მოიქცევა - თუ ეტყვიან, რომ დღეს უნდა შეიწყალო, დაავიწყდება ის, რაც გუშინ თქვა კატეგორიული ტონით და შეიწყალებს

არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას იზამს, მოლოდინები და კეთილი სურვილები მის მიმართ არ მაქვს, რადგან ეს ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის და გადაწყვეტილებებიც არ იქნება დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი მას შეწყალების დავალებას მისცემენ, დაავიწყდება, რას ამბობდა გუშინ კატეგორიული ტონით.

„რასაც უკარნახებენ ისე მოიქცევა, არ მაქვს მოლოდინი, რომ საღ აზრთან იქნება ოდესმე ახლოს. არ გამკვირვებია არაფერი და არც ის ვიცი, მომავალში რას იზამს - ეტყვიან, რომ დღეს უნდა შეიწყალო?! - რა თქმა უნდა დაავიწყდება ის, რაც გუშინ თქვა კატეგორიული ტონით და შეიწყალებს,"- განაცხადა ხერხეულიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას შიმშილობას და აღნიშნა, რომ შერჩევითი სამართალია, როცა კერძო კლინიკაში სხვა პატიმრების გადაყვანის პრაქტიკა არსებობს, სააკაშვილს კი ამ სერვისის მიღების საშუალებას არ აძლევენ. ხერხეულიძის თქმით, ხოშტარია სწორედ შერჩევით სამართალს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აპროტესტებს.

„ეს არის რისკებით სავსე გზა, ის არის ახალგაზრდა ქალი, 4 შვილის დედა, ეს მარტივი არ არის. ჩვენ გვესმის რასთან გვაქვს საქმე. ეს არ იქნება იოლი ხვალ და ზეგ, მომდევნო დღეები გართულდება. ძალიან არ მინდა რაიმე ისეთივე სახიფათო რისკების წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორის წინაშეც დადგა მიხეილ სააკაშვილი. არადა, მოთხოვნა გახლავთ ძალიან უმნიშვნელო, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ადვილად გადასაწყვეტი“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა