კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებზე, მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე შეხვედრა იმართება

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე - კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები. როგორც სემეკის ინფორმაციაშია აღნიშნული, სემინარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ორგანიზებით იმართება.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა; სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ; ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ; დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა; AA Facility-ის პროექტის ხელმძღვანელმა, იოლანტა ტაჩინსკამ და სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ. სემინარში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მარეგულირებელი ორგანოების, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, იურიდიული, საკონსულტაციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

„კონკურენციის შესახებ მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. დღეს, 2021 წლის 4 ნოემბერს, მისი ძალაში შესვლიდან 1 წლისთავზე, ჩვენი კოლეგა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, შედეგებს, იმ მიმდინარე საქმეებს მიმოვიხილავთ და ვაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს, რომელიც ამ პერიოდში დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენციის კანონში ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ეკონომიკის სხვა მარეგულირებელ უწყებებთან მიმართებაში საკითხების განხილვის და გადაწყვეტის კონტროლის ერთიანი პრინციპების მართვა. ამ ეტაპზე, სემეკთან, სებ-თან, კომუნიკაციების კომისიასთან და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, სხვადასხვა კომპანიების მიმართ, საქმის წარმოება 3 თემაზე მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურენციის კანონმდებლობა უკვე მარეგულირებლის დონოზე ერთნაირად ვცელდება საქმისწარმოების მიმართულებით და ეს უფრო ეფექტურს ხდის ჩვენს ერთობლივ საქმიანობას ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

„მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და ბაზრის მონაწილეებისათვის, ერთიანი მიდგომების უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესს. სემეკის მიზანია ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე კონკურენციის კანონმდებლობისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების აღსრულების უზრუნველყოფა. ვახორციელებთ ბაზრის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში, ასევე შესაბამის კვლევებს, იმისათვის რომ მინიმუმამდე შევამციროთ რომელიმე მონაწილის დომინანტური მდგომარეობის ბოტორად გამოყენების რისკები, ასევე არ დავუშვათ ბაზრის მონაწილეების მხრიდან კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, გადაწყვეტილების ან/და შეთანხმებული ქმედებების არსებობა. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ რეგულირებად სექტორებში სემეკი განახორციელებს კონცენტრაციების კონტროლს, რას კომისიას აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ, შესწავლის საფუძველზე და კონკრეტული კონცენტრაციის განხორციელებამდე შეაფასოს დაგეგმილი კონცენტრაციის ეფექტი ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე. ამიტომ, აუცილებელია ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისას, კონკურენციის სააგენტოსა და სემეკის კომპეტენციების გამიჯვნა და ამავდროულად, კომპეტენციის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა“,- განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

„2021-2020 წლები მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის კონკურენციის პოლიტიკაზე მუშაობის კუთხით. 2021 წელს ორი აქტი შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წესები შემუშავების პროცესი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ექსპერტული დახმარებისა და, კონკურენციის სააგენტოსა და ფინანსურ სექტორთან ინტენსიური ჩართულობითა და მათთან კონსულტაციების ფონზე წარიმართა, რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სააგენტოსა და მსოფლიო ბანკს. როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოს ეკონომიკურ ბაზრებზე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა, რაც ამ სფეროების და ბაზრების თავისუფალი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენის მხრივ, ვფიქრობთ, რომ შემუშავებული წესების ეფექტურად აღსრულებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება ეროვნული ბანკის მიერ კონკურენციასთან დაკავშირებული საქმიანობის და გადაწყვეტილებების ეფექტურობა და გამჭვირვალობა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ.

2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით, შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა. შესაბამისად, უწყებები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით მოქმედებენ. ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სემეკთან, სებ-თან და კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, ამ ეტაპზე, სხვადასხვა კომპანიების მიმართ, საქმის წარმოება 3 თემაზე მიმდინარეობს.

სემინარი 4 და 5 ნოემბერს, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში იმართება, სადაც შემდეგი საკითხები განიხილება: კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ახალი სტრუქტურული მოწყობა, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში - უწყების უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები, კონკურენციის კანონის აღსრულება ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, სასამართლოს როლი კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, კონცენტრაციების კონტროლის პროცედურა, კონკურენციის სააგენტოს მიერ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება და ა.შ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა