ბაჩუკი ქარდავა - მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე გვექნება საუბარი იმ თემებზე, რაც ეხება ტაქტიკას და სტრატეგიას, როგორ შეიძლება დროულად დაძლიოს ქვეყანამ დიქტატურა

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელიც ასოცირდება სახელმწიფოებრიობასთან, ბიძინა ივანიშვილის პირად ტყვეობაში იმყოფება, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ რუსთავის ციხეში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე ისაუბრებენ, თუ როგორ უნდა ჩამოშორდეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას.

„ბუნებრივია, მოვედი იმისთვის, რომ მოვინახულო. გარდა ამისა, გვექნება საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება ტაქტიკას, სტრატეგიას, თუ როგორ შეიძლება დროულად დაძლიოს ქვეყანამ დიქტატურა, რომელშიც შევიდა ფაქტობრივად და ეს „რეფერენდუმის“ შემდეგ საბოლოოდ გაფორმდა. ვისაუბრებთ იმაზე, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ერთობლივი მოქმედებები, რომ დროზე დავასრულოთ უზურპატორი ივანიშვილის ხელისუფლება. მინდა გითხრათ,რომ არც ღარიბაშვილი და არც სხვა ვინმე ქვეყნისთვის საფრთხე არ არის, დღეს საფრთხე არის ბიძინა ივანიშვილი. არ იქნება ივანიშვილი და ამ ხელისუფლებისგან არაფერი დარჩება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ქართული პოლიტიკისგან იზოლირებული იყოს“, - განაცხადა ქარდავამ.

მისი განმარტებით, მსოფლიოში ორი პერსონა არის ყველაზე მეტად დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნით - ეს არის ვლადიმერ პუტინი და ბიძინა ივანიშვილი.

„პუტინის ინტერესში არ შედის, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს, რადგან ის ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ასოცირდება. სწორედ პუტინი არის ქართული სახელმწიფოს მტერი. ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი არის მეორე მტერი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ეშინია. მან შეასრულა ის დავალება, რისთვისაც რუსებმა ხელისუფლებაში მოიყვანეს“, - განაცხადა ქარდავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო