კახა კალაძე - როდესაც ადამიანს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს - არავის უხარია და რატომ უნდა უხაროდეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა

არავის უხარია და რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სააკაშვილი იმ რეჟიმის შემოქმედია, რომელიც ოჯახებს ანადგურებდა და „ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას“.

„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და არაერთხელ აქვს გაჟღერებული. როდესაც ადამიანს ძალიან მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს. არავის უხარია და რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა. რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს ასეთი მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი, ეს არის ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები გაანადგურა - ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგწონდათ. ერთხელ და სამუდამოდ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს, კალაძის განცხადებით, თუ მისი მდგომარეობა დამძიმდება, „პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს, როგორც სხვა პატიმრებთან მიმართებით, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“.

„თუ აუცილებლობა იქნება და საჭირო გახდება კლინიკაში გადაყვანა, ეს აუცილებლად მოხდება. ამას პენიტენციური სისტემა გადაწყვეტს, თავიანთი კლინიკა აქვთ, რომელიც ყველანაირად აღჭურვილია, ტექნოლოგიურად მომზადებულია. თუ ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგება, ქმედება იქნება ისეთივე, როგორც სხვა პატიმრებთან მიმართებით და უზრუნველყოფილი იქნება ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა