ნიკა გვარამია - საპატრიარქოს კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე - საპატრიარქოც და სასამართლოც იდენტურად იქცევა და ამას ანტიჰუმანურობა ჰქვია, წერტილი

ერთიც და მეორეც - საპატრიარქოც და სასამართლოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ანტიჰუმანურობა ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განუცხადა.

გვარამია გამოეხმაურა საპატრიარქოს პოზიციას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს აქამდე არაერთ საქმეზე მიუმართავს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით, მათ შორის, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც.

„მე იუსტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. არ ვიცი ამჟამად საქართველოს საპატრიარქო ტყუილს განიხილავს თუ არა, როგორც ცოდვას, მაგრამ მე ტყუილს განვიხილავ როგორც ფაქტს. ამიტომ შემიძლია ვუპასუხო, რომ საქართველოს საპატრიარქო წლების განმავლობაში, მათ შორის, ამ ხელისუფლების განმავლობაშიც, ყოველგვარი მიმართვების და განსჯების, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი და ყველას ამოვიღებ. შეგახსენებთ ირაკლი ბათიაშვილის ამბავს, რომელსაც არც არავისთვის უთხოვია არაფერი, არ დაუწერია არანაირ შეწყალებაზე თანხმობა, ბრალი არ უღიარებია, საპატრიარქოს არაფერი განუხილავს ისე შეიტანა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან განცხადება. შეგახსენებთ, რომ ის სასჯელს სამშობლოს ღალატისთვის იხდიდა. საპატრიარქომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და პირადად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.

დღეს რაც ჩვენ მოვისმინეთ არის ტყუილი. ორმა ინსტიტუციამ დღეს გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთო და მეორე არის სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების ღონისძიების გამოცემაზე განცხადება და ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან. სულ რომ მართლა ხარვეზი ყოფილიყო ამ განცხადებაში, სამი სიტყვა წერებოდა ერთ გვერდზე - „მიხეილ სააკაშვილი კვდება, გთხოვთ გასცეთ განკარგულება გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში“, ეს რომ დაგვეწერა, სასამართლოს ეს უნდა გაეკეთებინა? მისდია ფორმალიზმს და გამოაბრუნა ხარვეზით ჩვენი განცხადება, როცა ადამიანისთვის ყოველი საათი მნიშვნელოვანია. ერთიც და მეორეც - საპატრიარქოც და სასამართლოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ანტიჰუმანურობა ჰქვია. წერტილი“, - განაცხადა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა