ირაკლი ქადაგიშვილი - როდესაც შენი ქმედების მიზანია კონსტიტუციური წესრიგის დამხობა და პარალელურად შეწყალებას ითხოვ, ერთმანეთთან აცდენილია - ქართველები კი ყველაფერს ვიგებთ, მაგრამ ევროპელი ვერ იგებს

როდესაც შენი ქმედების მიზანია კონსტიტუციური წესრიგის დამხობა და პარალელურად შეწყალებას ითხოვ, ეს ერთმანეთთან აბსოლუტურად აცდენილი რამ არის, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდეტის მიერ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“ამბობ, შემიწყალე, მაგრამ თან ამბობ, რომ დანაშაულს არ ვაღიარებ და შემიწყალე იმისთვის, რომ რაღაც რევოლუციური ქმედებები მოვაწყო. ჩვენ ქართველები კი ყველაფერს ვიგებთ, მაგრამ ამას ევროპელი ვერ იგებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის არანაირი რესურსი არ გააჩნია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს