შალვა პაპუაშვილი - ბათილ ბიულეტენებზე საკუთარი წაგების გადაბრალება რომ ტყუილია, ეს კარგად იციან მათ, ვინც ამ რიცხვებით მანიპულირებს

ბათილ ბიულეტენებზე საკუთარი წაგების გადაბრალება რომ ტყუილია, ეს კარგად იციან მათ, ვინც ამ რიცხვებით მანიპულირებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი წერს.

მისი თქმით, მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების წილი იყო 2,9%, რაც სტანდარტულზე დაბალი მაჩვენებელიც კია.

„ბათილ ბიულეტენების ვითომ ჭარბ რაოდენობაზე, როგორც ოპოზიციის შარშანდელი კინოს მეორე სეზონზე. მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების წილი იყო 2,9%, რაც სტანდარტულზე დაბალი მაჩვენებელიც კი არის (პირველ ტურში იყო 3,4%, შარშან საპარლამენტოზე - 3,3%) და წლებია ასეა.

რაც შეეხება სპეკულაციას, რომ ბათილი ბიულეტენების გამო წააგეს. მანიპულირებენ ბათუმის და ქუთაისის შედეგებით. ბათუმში კანდიდატებს შორის სხვაობა 1526 ხმა იყო, ხოლო ბათილი ბიულეტენების ჯამი - 2071. ქუთაისში კანდიდატებს შორის სხვაობა იყო 2222, ხოლო ბათილი ბიულეტენების ჯამი - 2396.

მაგრამ, რატომღაც, ამ შემთხვევაში, არ ახსენებენ წალენჯიხას, სადაც ჩვენმა მერობის კანდიდატმა 314 ხმით წააგო, მაშინ როცა კომისიამ 390 ბიულეტენი ბათილად მიიჩნია. იგივე სიტუაციაა მარტვილის და ჩხოროწყუს ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებთან. იქაც ბათილი ბიულეტენები უფრო მეტია, ვიდრე ხმების ის სხვაობა, რომლითაც ჩვენმა კანდიდატებმა წააგეს. რა ვქნათ ახლა? ვთქვათ, რომ წალენჯიხაში გაგვიყალბეს? თუ, წალენჯიხა არ ითვლება?

ამხელა სხვაობის დროს, ბათილ ბიულეტენებზე საკუთარი წაგების გადაბრალება რომ ტყუილია, ეს, რა თქმა უნდა, კარგად იციან მათ, ვინც ამ რიცხვებით მანიპულირებს. მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს პატივს რომ არ სცემენ და ამომრჩევლები რომ ტყუილს პატიობენ, ეგ მაგის ბრალია“, - წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ის გვერდზე.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება