ელენე ხოშტარია - რაც თქვეს ალაგ-ალაგ დეპუტატებმა, სერიოზულ პასუხად არც აღვიქვამ

ის, რაც თქვეს ალაგ-ალაგ დეპუტატებმა, ამას სერიოზულ პასუხად არც აღვიქვამ, ვიცით, რომ ისინი ძალიან არიან შეზღუდულები იმ პოლიტიკური მორჩილებით, რაშიც არიან , - ამის შესახებ „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც პარლამენტში შიმშილობს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით თავად თავს კარგად გრძნობს და ექიმთან კონსულტაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის, თუ ამის საჭიროება იქნება კონსულტაციას გაივლის, თუმცა, დამატებით ნივთიერებებს და ვიტამინებს არ მიიღებს.

"ვფიქრობ, ხელისუფლება რაზეც უნდა დაფიქრდეს არის ის, თუ რამდენად რისკიანია სააკაშვილის შიმშილობის ყოველი დღე. ექიმებისგან ადვოკატებისგან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საგანგაშო ინფორმაცია და რისკი არის ყოველსაათობრივი, ამიტომ აუცილებელია, სწრაფად იქნას მიღებული გადაწყვეტილება. მე, როცა ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, ვიცოდი, რომ შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს და მე მზად ვარ, ნებისმიერ ვადაზე, ბოლომდე ვართ მზად, მთავარია, რომ არ გვაქვს ამდენი დრო სააკაშვილთან მიმართებით და სწრაფად არის გადაწყვეტილება მისაღები", - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა