ნიკა გვარამია - პირადად ვითხოვ პატრიარქთან შეხვედრას

პირადად ვითხოვ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მინდა მისი ინფორმირება პირადად და მინდა მოვისმინო მისი პოზიცია, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში, საპატიმროში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, მას სურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირადად მიაწოდოს ინფორმაცია ილია მეორეს და პირადად მოისმინოს პატრიარქის პასუხი.

ადვოკატის თქმითვე, იგი არ ენდობა სპიკერებისა და შუამავლების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას.

„რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის პოზიცია, თუმცა, ჩვენთვის ამ პოზიციას არ გამოხატავს საპატრიარქოს არცერთი სპიკერი, არც მეუფე შიო და ვინმე სხვა. მე პირადად, ვითხოვ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მინდა მისი ინფორმირება პირადად და მინდა მოვისმინო მისი პოზიცია პირადად. ყოველგვარი სპიკერების, შუამავლების და ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე, რადგან არ გვაქვს სანდოობა ამ ადამიანების მიმართ და არ მიგვაჩნია, რომ ისინი ადეკვატურად და კეთილსინდისიერად გამოხატავენ პატრიარქოს პოზიციას. ეს არის პირადად თხოვნა პატრიარქისადმი. ჩვენი ურთიერთობები წლების განმავლობაში ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მე და ის პირადად შევხვდეთ ერთმანეთს სანდო ვითარებაში, ადგილასა და პირობებში“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება