ელენე ხოშტარია - ჩემი ამოცანა არ არის დებოშის მოწყობა პარლამენტში, განცხადებები, რაც მესმის, ძალიან სამწუხაროა - შიმშილობის გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ, არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ

ბოლო მომენტამდე, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს, გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ. არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, ის შიმშილობს მოთხოვნით, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.

„ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად რადიკალურია, ოღონდ რადიკალურია სიტუაცია და მისი ადეკვატურია გადაწყვეტილებაც, თორემ არაფერი სასურველი და სასიამოვნო შიმშილობაში არ არის.

ამ პარლამენტს შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის პროტესტი დანარჩენი ინსტიტუციური ფუნქცია, ჩემი აზრით, დაკარგული აქვს. ჩემი ამოცანა არ არის დებოშის მოწყობა პარლამენტში, ჩემი ამოცანა არც ვინმეს თვალებში ყურებაა, ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ადამიანი შიმშილობს უმინიმალურესი მოთხოვნით, ადამიანის სიკვდილისგან გადარჩენის გამო. ის განცხადებები, რაც მესმის, ძალიან სამწუხაროა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანურ სახეს აკარგვინებს მათ.

ეს არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც ყველას ძალიან კარგად ესმის და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმან, ვინც იღებს ზოგადად ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას და მან უნდა იცოდეს, რომ ძალიან დიდი ფასი მოჰყვება მსგავს საქციელს. აქვს სიცოცხლეს ფასი თუ არ აქვს? ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. მე ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ ბოლო მომენტამდე, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს ეს, ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ, მე არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის