საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაქსიმალური მაჩვენებელი 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში დაფიქსირდა

2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19–ით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე 2 399 შეადგენს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებლების როგორც რაოდენობრივი, ისე 1 მლნ მოსახლეზე მაქსიმალური რაოდენობა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში დაფიქსირდა.

ამასთან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში COVID-19-ით განპირობებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 8 976-ს შეადგენდა (ლეტალობის მაჩვენებელი 1.46%).

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს რეგიონების მიხედვით, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალ მნიშვნელობას ინარჩუნებდა თბილისში. გამონაკლისს წარმოადგენს 2020 წლის ოქტომბერი-ნოემბერი, როდესაც მაქსიმალური წილი დაფიქსირდა აჭარის რეგიონში.

გარდა ამისა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული.

„სიკვდილის შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება.

თანმხლებ დაავადებებთა შორის: კარდიო-ვასკულარული დ-ბი (ჰიპერტენზიის გარდა) - 69.1%; ჰიპერტენზია - 35.3%; დიაბეტი - 25.5%. ონკოლოგიური დაავადება - 5.8%; ფილტვის ქრონიკული დაავადება - 4.4%;

გართულებებს შორის: პნევმონია - 74.7%; სუნთქვის უკმარისობა - 73.6%; რესპირაციული დისტრეს სინდრომი - 25.8; გულის უკმარისობა - 19%“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობის შეფასებამ აჩვენა, რომ 2021 წლის 15 მარტი - 30 სექტემბერის პერიოდში 57 სრულად ვაქცინაცინირებული პირი გარდაიცვალა, რაც ამ პერიოდში გარდაცვლილთა 1.04% პროცენტია. ამავე ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან მოყოლებული, 18 წლის ზემოთ ასაკის პოპულაციაში, რეგისტრირებულია SARS-CoV 2-ით დადასტურებული 5 469 ლეტალური გამოსავალი, ამ შემთხვევების 98.96% (5 412) კი, არავაქცინირებული იყო.

„18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა შორის სიკვდილისაგან დაცვა 99.34%-ია. 60 ან 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცია 97.24%-ით იცავს სიკვდილისაგან“, - ნათქვამია ანგარიშში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობის შეფასებამ ასევე აჩვენა, რომ 2021 წლის 15 მარტი - 30 სექტემბერის პერიოდში სრულად ვაქცინაცინირებული პირების ინფიცირების შანსი 9.44-ჯერ ნაკლებია.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტურობას, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცით სრულად ვაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ზოგადი ეფექტურობა 93.35%-ია.

ანგარიშის თანახმად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა საჭირო გახდა სრულად ვაქცინირებულ 72 შემთხვევაში, მათგან მხოლოდ 4 პირი იყო 60 წელზე ნაკლების.

„ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან, სრული ვაქცინაციით განპირობებული დაცვა 97.81%-ია. 60 ან 60 წელზე მეტ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97.74%-ით ნაკლებად დგება არავაქცინირებულებთან შედარებით. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 99.2%-ის ტოლია“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების როგორც დადასტურების, ისე გარდაცვალების შემთხვევებში ქალები ჭარბობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან, 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით ინფიცირებულთა 57% ქალია, ხოლო 43% კაცი.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან, 2020 წლის 4 აპრილიდან 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გარდაცვლილთა 51,10% ქალია, ხოლო 48.90% კაცი.

გარდაცვლილთა შორის კი ასაკობრივი განაწილების მიხედვით გარდაცვალების ყველაზე მეტი 18.05% 80-84 წლის ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა