2021 წლის 10 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83,8 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია, 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 20% (4984017), ჩინეთი - 13% (4553919), აშშ - 10% (881470), გერმანია - 6% (654608), ლატვია - 4% (1440567), ლიეტუვა - 45% (837096), იაპონია - 18% (159262) და დიდი ბრიტანეთი - 72% (631504).

„ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 84% (296992), შვედეთი - 65% (99832), ჩეხეთი - 275% (139560), ყაზახეთი - 30% (3264706), ისრაელი - 41% (368899), აზერბაიჯანი - 8% (181727), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 21% (10558377), რუსეთი - 5% (49064224), მონღოლეთი - 174% (402810), ბელარუსი - 17% (3348501) და ა.შ.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 30,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 57,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

ექსპორტირებულია 731 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 90% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,8 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 77% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 310 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს