SOLO სხვადასხვა დარგის ცნობილ პროფესიონალებთან One to One-ის ფორმატში ინდივიდუალური შეხვედრების სერიას იწყებს

SOLO მუდმივად ცდილობს საკუთარი მომხმარებლების ინტერესების შესწავლას და შესაბამისი აქტივობების შექმნას, რის ფარგლებშიც ახალ მასშტაბურ პროექტს - SOLO one to one-ს იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს გულისხმობს იმას, რომ SOLO მომხმარებლებს მათთვის საინტერესო სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან ინდივიდუალური შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობა აქვთ.

„ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, გასტრონომია, ლიდერობა, მსახიობის ხელოვნება, კრეატიული წერა, მოდა, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება - თუ ამ და სხვა სფეროებიდან რომელიმე როგორც პროფესიულ, ისე ჰობის დონეზე გაინტერესებთ, SOLO One to One-ის ფარგლებში შეძლებთ შეხვდეთ თითოეულ მიმართულებაში ცნობილ და წარმატებულ პროფესიონალებს, მოისმინოთ მათი რეკომენდაციები და განიხილოთ მრავალფეროვანი საკითხები.

პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ SOLO მომხმარებელს შეუძლია. დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ შეავსოთ განაცხადი და მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი მიმართულების პროფესიონალთან დაჯავშნოთ შეხვედრა.

SOLO One to One-ის ნოემბრის თვე დაეთმობა ინდივიდუალურ შეხვედრებს 3 სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც სამი ცნობილი და ამ სფეროში წარმატებული პირი ჩაატარებს. ესენი არიან: მუსიკა - შეხვედრა ნიკოლოზ რაჭველთან, ქოუჩინგი - რუსუდან კვაჭანტირაძე Ericson Coaching International-ის ქოუჩი და მენტორი. რესტორნის მართვის პრინციპებზე კი საინტერესო ინფორმაციას დაინტერესებულ SOLO-ებს ცნობილი შეფი- ქეთი ბაქრაძე გაუზიარებს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3BKwTXr

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3GNPKEF“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა