ლაშა დამენია - არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ აუცილებელია სასამართლო რეფორმის გატარება, რომელიც დაასრულებს კლანურ მმართველობას

არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ აუცილებელია სასამართლო რეფორმის გატარება, რომელიც დაასრულებს კლანურ მმართველობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც დამენიამ აღნიშნა, გამოსავალი უცხოელი მოსამართლეების მოწვევა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებაა.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კლანი მართავს სასამართლოებს, რომელიც ქცეულია ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოდ, აქედან გამოსავალი არის ერთადერთი რეფორმა სასამართლოში, რაც გამოიხატება უცხოელი მოსამართლეების მოწვევით ზედა ინსტანციებში და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება.

ცალკეული მოსამართლეების მხრიდან მისასალმებელია, რომ ემიჯნება კლანის განცხადებას, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კლანი მართავს სასამართლოებს, რომელიც ქცეულია ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლოდ, აქედან გამოსავალი არის ერთადერთი რეფორმა სასამართლოში, რაც გამოიხატება უცხოელი მოსამართლეების მოწვევით ზედა ინსტანციებში და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება ამას კი, არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილის სახლში გაშვება სჭირდება“, - განაცხადა დამენიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა