გურამ მაჭარაშვილი - ვსვამ კითხვას, რა მოთხოვნა აქვს მიხეილ სააკაშვილს და ხელისუფლების მიერ რა კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვეტს ის შიმშილობას?

ვსვამ კითხვას, რა მოთხოვნა აქვს მიხეილ სააკაშვილს და ხელისუფლების მიერ რა კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვეტს ის შიმშილობას? - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, სააკაშვილთან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მხოლოდ სპეკულაციები არსებობს.

„შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სადაც არის მისი პირადი ექიმი და ის საკუთარ პაციენტს ურჩევს იკვებოს. თავად ექიმი ამბობს, რომ ერთადერთი წამალი, რაც არის შიმშილობის საწინააღმდეგო, ეს არის კვება. ვერც ერთი სამედიცინო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ თუ ადამიანი რეალურად შიმშილობს, მისი ჯანმრთელობა არ გაუარესდეს. ამიტომ პირადად სააკაშვილის, მისი ადვოკატებისა და კოლეგების განცხადებები იმის თაობაზე, რომ კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, არის სპეკულაციური. მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გაუმჯობესდება - ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს!“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ შიმშილობის ფორმით გამოხატული სააკაშვილის პროტესტის მიზანი არის ის, რომ ძალაუფლება ნებისმიერი გზით დაიბრუნოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა