„ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძის მამა, ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული დეპუტატების მოსყიდვას ცდილობს

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამა ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული დეპუტატების მოსყიდვას ცდილობს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა გადამწყვეტი იერიში მიიტანოს ბათუმის საკრებულოზე, ამომრჩევლის ნებაზე, „რომელმაც ცალსახად თქვა, რომ ბათუმის საკრებულო ოპოზიციური და მრავალპარტიული იყოს“.

„ახლა ცდილობენ ეს რეალობა შეცვალონ. ამ ყველაფერში ჩართულია თორნიკე რიჟვაძის მამა. დავით რიჟვაძე ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. იგი საკრებულოს იმ წევრებთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით გახდნენ საკრებულოს წევრები, ახორციელებს სხვადასხვა ტიპის მუქარას და მოსყიდვის მცდელობას. მინდა გავაფრთხილო თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, შეეშვან ამ ყველაფერს, მათ აუცილებლად მოუწევთ სამართლებრივი პასუხისგება და ეს დრო არც ისე შორსაა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერ მოისყიდიან", - აცხადებს გიორგი კირთაძე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის