სერგო ჩიხლაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირად შურისძიებას აქვს ადგილი

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირად შურისძიებას აქვს ადგილი.

როგორც ამ კონტექსტში ჩიხლაძე განმარტავს, სხვა ახსნა არ აქვს იმას, თუ რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

“დიდი ხანია ხელისუფლება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. ციხის საავადმყოფო პირობებს რომ არ აკმაყოფილებს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო სექტორის კლინიკაში როგორც კვლევებისთვის, ასევე მკურნალობისთვის ათასობით პატიმარი გადაიყვანეს. ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც სხვადასხვა კვლევებისთვის და მკურნალობისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, ეს არის პირადი შურისძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო