ელენე ხოშტარია - მე მაქვს პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომ არანაირი ჩოჩქოლი და ჭიდაობა პარლამენტში არ იყოს

მე მაქვს პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომ არანაირი ჩოჩქოლი და ჭიდაობა პარლამენტში არ იყოს - ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება, რომ ვიჭიდაოთ ახლა აქ ვატოს შემოყვანაზე, კანონი გვაძლევს ამის უფლებას, მაგრამ პრინციპულია, რომ ეს ასე არ იყოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ვატო წერეთელს, კანონის შესაბამისად, აქვს პარლამენტში შესვლის უფლება, ის შენობაში შემოსვლას არ შეეცდება და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.

„ვატო წერეთელს არ უშვებენ. მე ვთქვი აქ შემოსვლისთანავე, მე მაქვს პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომ არანაირი ჩოჩქოლი და ჭიდაობა პარლამენტში არ იყოს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება, რომ ვიჭიდაოთ ახლა აქ ვატოს შემოყვანაზე, კანონი გვაძლევს ამის უფლებას, მაგრამ ეს არის პრინციპული, რომ ეს ასე არ იყოს. აქედან გამომდინარე ვატოს ვესაუბრე, მადლობა ვუთხარი. ვატო დაბრუნდა, მე ამოვდივარ, მაგრამ ნათელია, რომ ასე შერჩევითად იქცევიან, მაგრამ ჩვენ არ გვინდა დაძაბულობა. სამწუხაროა, რომ ირღვევა კანონი", - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა