ადვოკატი - სრული კონსტიტუციური გზები არსებობს საიმისოდ, რომ უკანონო და პუტინისტური მთავრობის მძევლობაში მყოფი პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა დაიხსნას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. როგორც ადვოკატმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებას არ აძლევენ და ციხეშიც ყველაფერი დაბურეს.

მიხეილ სააკაშვილს აქვს შიმშილობის ამ ფაზისთვის დამახასიათებელი ფაქტობრივად ყველა ნიშანი. ის უაღრესად სუსტად გამოიყურებოდა. რაც შეეხება მაჩვენებლებს, ამის თაობაზე სჯობს თვითონ ექიმებმა ისაუბრონ. მთავარია ერთი რამ-საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა, საზოგადოების წინაშე წარდგეს მაშინ, როდესაც 2 საქმე სასამართლოში მიმდინარეობს და მესამე საქმე ახლა წამოიწყეს. მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა შესაძლებლობა, განახორციელოს სატელეფონო ზარები. უკვე თვე ნახევარი შესრულდება, რაც მას სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება შეუზღუდეს. ყველაგან, ყველაფერი დაბურეს, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველმა ხალხმა თვალი ვერ მოჰკრას. ამიტომ, ახლა ამოცანა არის ქართველმა ხალხმა, რომელიც ძალაუფლების წყაროა ამ ქვეყანაში, უზრუნველყოს პოლიტიკური მძევლობიდან მიხეილ სააკაშვილის დახსნა. სრული კონსტიტუციური გზები არსებობს საიმისოდ, რომ უკანონო და პუტინისტური მთავრობის მძევლობაში მყოფი პრეზიდენტი ქართველმა ხალხმა დაიხსნას“,-განაცხადა ბასილაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს