რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეგის ქარდავა ახალ საქმეზე გამოიკითხება, რომელიც წამებას და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას ეხება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა სისხლის სამართლის ახალ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება.

დაწესებულებაში ქარდავას ადვოკატი და პროკურორი იმყოფებიან.

როგორც პროკურორი ლაშა კოტრიკაძე განმარტავს, გამოკითხვა ახალ საქმეს ეხება. საუბარია, 2011 წლის მარტში სამეგრელოში მომხდარ შემთხვევაზე, როცა დაკავებული პირის წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა.

„მეგის ქარდავა ექსტრადირებულია სისხლის სამართლის 11 საქმეზე, აქედან ნაწილზე ბრალდებულია, ნაწილზე მსჯავრდებული. ეს საქმე, რომელზეც გამოსაკითხად შევდივართ, არ შედის ამ საქმეებში, სხვა დანაშაულია, შესაბამისად, ამ საქმეზე ის ექსტრადირებული არ არის და ვერც იქნებოდა, რადგან სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ იყო.

ეს ეპიზოდი შეეხება 2011 წლის მარტს, სამეგრელოში დაკავებულ პირებზე, რომელებიც ტერორიზმის მომზადებით დააკავეს, ერთ-ერთი პირის მიმართ მეგის ქარდავა და სამართალდამცავი ორგანოს სხვა იმჟამინდელი ორგანოს წარმომადგენლების მიერ განხორციელდა წამება და ასევე განსაკუთრებული სისასტიკით იქნა ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება.

დაკავებულების დასჯა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით მოხდა, ეს გახლავთ წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

ამ ეპიზოდზე ხდება მეგის ქარდავას გამოკითხვა. გარდა ამისა, გამოძიება სწავლობს ამავე დანაშაულში სხვა მაღალი თანამდებობის იმჟამინდელი პირების მონაწილეობის საკითხსაც. ბუნებრივია, გამოძიებას ამდენი ხნის განმავლობაში მეგის ქარდავასთან კითხვების დასმა სურდა და ეს მოხდება",- განაცხადა კოტრიკაძემ.

ის განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოხდეს.

„დევნის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი გადმომცემი მხარე, ანუ უკრაინა თანხმობას განაცხადებს. ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად ჩვენ უნდა შევთავაზოთ მეგის ქარდავას განაცხადის გაკეთება ამ დანაშაულთან დაკავშირებით და უკრაინულ მხარეს საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ეს განაცხადი. ამის შემდეგ უკრაინული მხარე გადაწყვეტს თანხმობას მოგვცემს თუ არა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად",- განაცხადა კოტრიკაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა