რომან გოცირიძე - მკაცრად დაისჯება ყველა ის ადამიანი, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი, ვინც ამ მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას

ამ ხელისუფლების ბოროტ სახეს აჩვენებს ის, რაც ხდება - ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად მეორე ადამიანი სწირავს თავის ჯანმრთელობას და არა მარტო მეორე, მესამე, მეოთხე, აგერ ვხედავთ, პარლამენტის წინ შიმშილობს ხალხი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მესამე დღეა პარლამენტში შიმშილობს.

მისივე თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა ფორმას მიმართავს.

„პარლამენტში ამ რადიკალური ზომის მიღება რომ ხდება აუცილებელი, რათა მიპყრობილი იყოს მსოფლიოს ყურადღება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაზე ზემოქმედების ყველა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული. ყველაზე დიდი და ძლიერი უფლება აქვს ქართველ ხალხს. ზეწოლის ყველა ფორმა იქნება ამოქმედებული, მათ შორის, ტოტალური მასობრივი საპროტესტო აქციები. არადა რას ვითხოვთ, ეს ხომ ელემენტარულია - უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური მკურნალობა ადამიანის, რომლის სიცოცხლე დგას საფრთხის წინაშე. როცა ამაზე არ მოდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზეა წამსვლელი ეს ხელისუფლება. მათი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება და არა ხალხზე ზრუნვა, ამიტომ დაისჯებიან, ძალიან მკაცრად დაისჯება ყველა ის ადამიანი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი, ვინც ამ მდგომარეობაში აგდებს ქვეყანას", - განაცხადა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს