პარლამენტში სტამბოლის კონვენციის შესრულების მონიტორინგის პროცესი გრძელდება

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თემატური მოკვლევის - „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვისა და მათი აღსრულების ეფექტიანობის" საკითხის თაობაზე მორიგი ზეპირი მოსმენა ჩაატარა.

ძირითადი განსახილველი საკითხები იყო: სტამბოლის კონვენციასთან შეუსაბამო საკანონმდებლო ხარვეზების დადგენა და კონვენციიდან გამომდინარე, აღსრულების მექანიზმების კუთხით მუშაობის გაძლიერება.

ზეპირ მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ნინო წილოსანის განცხადებით, სტამბოლის კონვენციის შესრულების მონიტორინგის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„დღეს, სერვისების მიმწოდებელი სტრუქტურების წარმომადგენლებს მოვუსმინეთ და გამოვარკვიეთ ის ხარვეზები და პირიქით, ის დამატებითი შესაძლებლობები, რაც შეიძლება სახელმწიფომ შესთავაზოს ძალადობის მსხვერპლებს. თემატური მოკვლევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხები აუცილებლად იქნება ასახული შემდგომი კონკრეტული რეაგირებისთვის", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ზეპირის მოსმენის მოდერატორები იყვნენ თემატური მოკვლევის ექსპერტები თამარ ჩუგოშვილი და გოგა ხატიაშვილი.

თემატური მოკვლევის ექსპერტული და ტექნიკური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI).

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა