სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს გადაცემის ცერემონია, ამასთან საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს გადასცემს უწყების თანამშრომლებს.

ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს საქართველოში 2004 წლიდან, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო