პროკურორი - მეგის ქარდავამ გამოკითხვაზე უარი განაცხადა, ჩვენება არ მოგვცა და მოტივად დაასახელა, რომ ქართულ გამოძიებას არ ენდობა

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მსჯავრდებულმა მეგის ქარდავამ მის წინააღმდეგ დაწყებული ახალი საქმის გამოძიების ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, მეგის ქარდავას წინააღმდეგ მტკიცებულებები აქვთ, თუმცა, ბრალის წარსადგენად უკრაინის თანხმობაა საჭირო, ვინაიდან, სწორედ აღნიშნული ქვეყნიდან მოხდა ქარდავას ექსტრადირება.

"მეგის ქარდავამ გამოკითხვაზე უარი განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენება არ მოგვცა და ამის მოტივად დაასახელა ის, რომ ქართულ გამოძიებას არ ენდობა. რაც შეეხება მის პოზიციას უკრაინული მხარის მიმართ, ამის თაობაზე იგივე არგუმენტაცია გააჩნია, თქვა, რომ ქართულ გამოძიებას არ ენდობა, შესაბამისად, უარს აცხადებს, უკრაინულმა მხარემ თანხმობა განაცხადოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე. უკრაინას გავუგზავნით იმ პოზიციას, რაც მან დააფიქსირა, ზუსტად ეს არის კონვენციის არსი, რომ ჩვენ მეგის ქარდავას პოზიციის შესახებ ვაცნობოთ უკრაინულ მხარეს. ბრალის წარსადგენად უკრაინული მხარის თანხმობა გვჭირდება",- განაცხადა კოტრიკაძემ.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის სამართალდამცავების მიმართაც. როგორც პროკურორი აღნიშნავს, გამოძიება ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, 2013-2014 წლებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იყო დაწყებული, თუმცა, შემდეგ ბრალდება დაზუსტდა.

ცნობისთვის, მეგის ქარდავა საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ექსტრადირებული, მათგან ნაწილზე ის მსჯავრდებულია, ნაწილზე კი - ბრალდებული. პროკურატურამ მეგის ქარდავას მიმართ კიდევ ერთი საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც 2011 წლის მარტში, სამეგრელოში მომხდარ ფაქტს შეეხება, როცა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა