ნიკა გვარამია - მძიმეა გუშინდელთან შედარებით - დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი, რომ გზაში არ წაიქცეს

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი შეიქმნება კოლაფსი.

როგორც გვარამიამ რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტს სიარული უჭირს.

ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, შესაბამისი ზომები დროულად იყოს მიღებული.

„მთხოვა, რომ განმეცხადებინა, ის არ იღებს მონაწილეობას აქციების დაგეგმვაში, მენეჯმენტში და ა.შ. ის არის ციხეში, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. მას შეუძლია, გაამხნევოს ადამიანები და მოუწოდოს, რომ იაქტიურონ. ძალიან მოხარული იქნება, თუ 6-ში ძალიან ბევრი ადამიანის ხმას გაიგებს და ეს მისთვის ენერგიაა. რაც შეეხება აქციების ლოჯისტიკას, იგი მთლიანად ენდობა მრავალპარტიულ პლატფორმას და აქტივისტებს, რომლებიც ამას აკეთებენ და აკეთებენ მისი შეხედულებით ძალიან კარგად.

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მდგომარეობა უცვლელად მძიმეა გუშინდელთან შედარებით. შესაძლოა ყველა განცხადება არ იყოს ადეკვატური, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ მიეკუთვნება არც მსუბუქ და არც ნორმალურ კატეგორიათა მდგომარეობას. იგი არის მძიმედ. ის, რომ ფიზიკურად ფეხზე დგას, მინდა გითხრათ, ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში, ადამიანი ფეხზე, რომ დგას და დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი იმისთვის, რომ გზაში არ წაიქცეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივად აკონტროლებს სიტუაციას. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. ძალიან გთხოვთ ამას ანგარიში გაუწიოთ ყველამ. მიშა არასდროს არ იტყვის, რომ ცუდადაა და ვუშველოთ და ძალიან გთხოვთ. ანალიზებით ნუ ვიმსჯელებთ. ისაუბროთ იმაზე, რასაც ვხედავთ და მე პირადად არაფერს კარგს აღარ ვხედავ. ძალიან მძიმე სიტუაციაა, პირდაპირ გეუბნებით, არაა დამაიმედებელი სიტუაცია.

კვლავ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელია კოლაფსი. როგორც თვითონ მითხრა, მისი შეგრძნებით ძალიან ცოტა დრო დარჩა. ის თავს კარგად არ გრძნობს და ელოდება კოლაფსს. ამის შემდეგ რა მოხდება, არავინ იცის, ეს უკვე არის ლატარეა, 50-50-ზე, - ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას. თუ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ელოდება, როდის ექნება მას კოლაფსი და როდის გადაიყვანენ საავადმყოფოში, ეს უნდა მოხდეს მანამდე, ის უნდა იყოს გადარჩენილი მანამდე. კოლაფსის შემდეგ არავინ იცის, როგორ შემოტრიალდება ვითარება. მხოლოდ ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა მისი ფსიქიკის და აზროვნების გადარჩენა. ამიტომ, მივმართავ კვლავ, ერთადერთ ადამიანს, ვინც იღებს გადაწყვეტილებას და ვისგანაც უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მიიღებს რაციონალურ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილს, - ძალიან მალე სიტუაცია შეიძლება იყოს შეუქცევადი და ყველანი იქნებიან მკვლელები“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა