დავით ზალკალიანი - სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე უკვე მიღწეული გამარჯვებისა და წარმატების უკან ქართველ დიპლომატთა წარმომადგენლობითი არმია დგას

დღევანდელ ჩვენს ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს როგორც უსაფრთხოების კონტექსტში, ისე შიგნით მიმდინარე პოლარიზაციის ფონზე, მაგრამ ჩვენ დიპლომატები და მე როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელი, ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად ვთვლი, რომ გავაკეთოთ მაქსიმალური იმისთვის, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები, რომლებიც ქვეყანას გარედან ემუქრება , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დიპლომატების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეყნის სტაბილურობა, რადგან სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება და ვერც მოქალაქეების კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი.

„ქართული დიპლომატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ მდიდარი გამოცდილების მატარებელია. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ჩვენ ბევრი გამოწვევა და სირთულე გადავლახეთ ერთად, იქნებოდა ეს ომი, რომელსაც შედეგად მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია თუ ახალგაზრდა სახელმწიფოს ადგილის დამკვიდრება საერთაშორისო თანამეგობრობაში. მოხარული ვარ, რომ ამ გამოწვევის მიუხედავად, ქართულმა დიპლომატიამ შეძლო და ამ 30 წლის განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში.

დღეს საქართველოს განვითარების გზა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარი სირთულეები და გამოწვევა, სწორედ საგარეო პოლიტიკაზე და ჩვენს არჩევანზე გადის.

დიახ, საქართველოს სახელმწიფო მიისწრაფვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე უკვე მიღწეული გამარჯვებისა და წარმატების უკან, სწორედ ქართულ დიპლომატთა საკმაოდ წარმომადგენლობითი არმია დგას.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასობით ქართველი დიპლომატის აღტკინებაში მაქსიმალური ენერგია იქნება გაწეული და ჩაიდება ის არსებული პროფესიონალიზმი, რომელიც დაგვეხმარება ამ სანუკვარი მიზნის მიღწევაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რომელიც ჩვენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს და ის, რომ 30 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რომ დღეს საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, ნატოს წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, ქვეყანა, რომელსაც აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ ჩვენი საბოლოო სანუკვარი მიზანი, რაც არის ასახული ქვეყნის უმთავრეს დოკუმენტში - კონსტიტუციაში, ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში, აუცილებლად უნდა იყოს მიღწეული და ამაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ხელისუფლება, პოლიტიკური სპექტრი, ასევე, საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი, რადგანაც მიზანს ჩვენ სხვაგვარად, საზოგადოებისა და ერის კონსოლიდაციის გარეშე, ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა