კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე - ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს, როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა - კარგი იქნება შესაბამის სამსახურს მივმართოთ, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი

ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიურობა , - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა უნდა შეაფასონ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფო მზად არის ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია რას იტყვიან დარგის სპეციალისტები და რა შეფასებას გააკეთებენ. პენიტენციური დაწესებულების კლინიკა ყველანაირად მზად არის პატიმარს მომსახურება გაუწიოს, თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება.

როდესაც მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხდება, მე რომ ვიყო პენიტენციური სამსახურის ადგილას, მესმის, რომ პირადი ინფორმაციაა და არ აქვთ ამის უფლება, მაგრამ იმისთვის, რომ მათ მხარდამჭერებში შემოვიტანოთ სიცხადე და სიმშვიდე, ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა. კარგი იქნება, მივმართოთ შესაბამის სამსახურს, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით