ბადრი ჯაფარიძე - მინდა ვეცადო, ვუთხრა და გამოვაფხიზლო მმართველი გუნდის წევრები, ამ ვითარებით თამაში არის ცეცხლთან თამაში

მინდა ვეცადო, ვუთხრა და გამოვაფხიზლო მმართველი გუნდის წევრები, ამ ვითარებით თამაში არის ცეცხლთან თამაში, ღმერთმა ნუ ქნას ფატალური შედეგები დადგეს, ეს რისკი არის ძალიან დიდი , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე პრეზიდენტის დაღუპვა ერისთვის ისეთი ტრავმა იქნება, რომლიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია.

,,ჩვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ვეთანხმებით. პოლიტიკური ბოიკოტი გამოვაცხადეთ, სანამ ბატონი სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი, საუბარია სიცოცხლის სერიოზულ რისკებზე. მეორე პრეზიდენტის დაღუპვა ისეთი ტრავმა იქნება ერისთვის, რომლიდან გამოსვლაც ძალიან რთული იქნება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რომელიც ფატალური შედეგების რისკებს შეამცირებს.

ვფიქრობ, მათ გადაწყვეტილების მიღების პრობლემა აქვთ, თუ ბიძინა ივანიშვილი არ ეუბნება, ეს ხალხი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, პოლარიზაციის გამწვავების რისკებს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხედავს და ოპოზიციის მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ისეთი კონფრონტაციისკენ, რომლის შედეგებიც რთული განსასაზღვრია.

,,ხელისუფლების მხრიდან პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავების რისკებს ვხედავ. კოალიციის პოზიცია ყოველთვის საზოგადოების შერიგებისკენ იყო მიმართული, ოღონდ არა უსამართლობის და უკანონობის საფუძველზე, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა - ჩვენი პოზიცია ჩვენი საზოგადოების გაერთიანებაა, შესაბამისად, არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული ისეთი კონფრონტაციისკენ, რომლის შედეგებიც რთული განსასაზღვრია. მშვიდობიანი მანიფესტაციები და განგრძობადი პროტესტი არ არის ისეთი რამ, რაც კომფორტში ამყოფებს ხელისუფლებას. გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ მოეგონ გონებას, მიხვდნენ, რომ ადამიანების დამცირებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა