რატი ბრეგაძე - ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, შესაძლოა, 10 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეზე ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს.

როგორც ბრეგაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განმარტა, იუსტიციის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი არ იყოს გაყვანილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ სუს-ის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო, რომ სააკაშვილის დაწესებულებიდან გაყვანის შემთხვევაში შეიძლებოდა ამ პროცესისთვის შეეშალათ ხელი. ბუნებრივია, ასევე გვაქვს სხვა ინფორმაცია. პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და სხვადასხვა სახის დესტაბილიზაცია. ბუნებრივია, ამას არ დავუშვებთ და პატიმრის უსაფრთხოება იქნება ბოლომდე დაცული. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და ბუნებრივია ყველა სამართლებრივ საშუალებას გავყვებით ამის მისაღწევად. შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ჩატარდეს სხვა ადგილზეც და ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, რომ პატიმარი არ იყოს გაყვანილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან. სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვალდებულები ვართ დავიცვათ იგი და მართლწესრიგი. თუ იქნება გარკვეული პროვოკაცია შემდეგ ვინ აგებს ამაზე პასუხს? არ შეიძლება, რომ მთელი ძალა იყოს მიმართული პროვოკაციის არიდებაზე, შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პროცესი გაიმართოს მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა