პაატა იმნაძე - ადამიანები იღუპებიან, ვაქცინა არის და ხალხი არ იკეთებს, აღარ ვიცით, რა ვქნათ - არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აქტივობებზე წვდომა მხოლოდ ე.წ. მწვანე პასპორტის მქონე ადამიანებს უნდა მიეცეთ

დგება ყველაზე უფრო საოცარი შედეგი, როდესაც ქვეყანას აქვს საკმარისზე მეტი ვაქცინა, ადამიანები იღუპებიან და ხალხი არ იკეთებს ვაქცინას - ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომლებიც ადამიანებს აშინებენ, აბულინგებენ და აქედან გამომდინარე ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, იმის ფონზე, როდესაც ქვეყანას საკმარისზე მეტი ვაქცინა აქვს, ადამიანების დიდი ნაწილი არ იცრება.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, სავარაუდოდ ვაქცინირებულებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭება მოხდება.

„როდესაც ვაქცინა გამოჩნდა, ქვეყანა ვეღარ შეძლებდა ისეთივე მკაცრი ზომების მიღებას - ვგულისხმობ ჩაკეტვებს, აკრძალვებს, „ლოკდაუნებს“ და ა.შ. შემდეგ დგება ყველაზე უფრო საოცარი შედეგი, როდესაც ქვეყანას აქვს საკმარისზე მეტი ვაქცინა, რაც არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს და სექტემბრის პირველ ნახევარს, როდესაც მეტ-ნაკლებად 30 ათასამდე აცრა ტარდებოდა, დღეს ვხედავთ, ადამიანები იღუპებიან, ვაქცინა არის და ხალხი არ იკეთებს. აღარ ვიცით, რა ვქნათ. მთელ საქართველოში კარდაკარ დავდივართ უკვე, ვცდილობთ, რომ გავუქარწყლოთ ადამიანებს ეჭვები, შიშები. ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომლებიც (ძირგამომთხრელი და ქვეყნის მტრობის მეტი არაფერი შემიძლია დავარქვა), ადამიანებს აშინებენ, აბულინგებენ და აქედან გამომდინარე ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ.

დღეს მივედით იქამდე, რომ თუ ჩვენ არ შემოვიღეთ გარკვეული ზემოქმედების ზომები, რომელიც არის მიღებული მსოფლიოში, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში კარგად მუშაობს - გარკვეული უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად ადამიანებისათვის, არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აქტივობებზე უნდა მიეცეთ წვდომა მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. მწვანე პასპორტის ადამიანებს. მე ვხედავთ, რომ იქნება გარკვეული წახალისებები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს