საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 68 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 544 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 054 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 748 751-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.55% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 235 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 684 154.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 368 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 1 045, ქვემო ქართლი - 396, შიდა ქართლი - 429, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 384, კახეთი - 488, მცხეთა-მთიანეთი - 144, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 54 203 საიდანაც:

6 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 577, აჭარაში - 559, იმერეთში - 1 448.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 645 პირი, მათ შორის, თბილისში - 624, აჭარაში - 125, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30.

1 313 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 276 - აჭარაში.

46 183 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 963 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა