სუს-ი - აქციის ორგანიზატორები აპირებენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას, რისი მიზანიცაა, ხელისუფლების დამხობა, რაც სააკაშვილის მიერ იგეგმება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას გეგმავენ.

ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

„მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ქ. რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანაც. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქ. თბილისშიც. ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.

სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად, მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის, დამნაშავეები კი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს“, - განაცხადეს უწყებაში.

იხილეთ ვიდეო:სუს-ის განცხადებით, ოპოზიცია გეგმავს სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები