მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე - 41-ე არა, მაგრამ 37-ე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“!

კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა! ალბათ, იშვიათად თუ გახსენდებათ „ფეიკ“ შიმშილობა და ესეც სხვა ტყუილების მთავარი შემკვეთის შესრულებით ვნახეთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

ამასთან, როგორც მდინარაძე აღნიშნავს, „ფეიკ“ შიმშილობა მოსალოდნელი იყო და „გასაკვირი არაა“.

„კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა! ალბათ, იშვიათად თუ გახსენდებათ „ფეიკ“ შიმშილობა და ესეც სხვა ტყუილების მთავარი შემკვეთის შესრულებით ვნახეთ. ვამბობდი და მოსალოდნელიც იყო... თუმცა გასაკვირიც არ არის მათგან, ვინც ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა, შემდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულა ომის დაწყებაში და რუსულ იარლიყს სხვას აწებებს! მათგან, ვისი ფასადური „აღმშენებლობაც“ ისეთივე სიყალბე იყო, როგორც მათი ტელევიზიების დღევანდელი „ნიუსების“ 99%! მათგან, ვინც ძალაუფლების შენარჩუნებას და გამყარებას ტოტალური შიშის დანერგვით, ბიზნესის მასიურად წართმევით, მედიის ჩახშობა/მისაკუთრებით და ერთ ხმაში საუბრით, პატიმრების წამებით, ადამიანების ღირსების განადგურებით, მკვლელობებით და მაგიდაზე გადასკოჩილი „ეჭვმიტანილი“ მამაკაცების გაუპატიურებით ცდილობდა!

რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი „შიმშილობის“ ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო, - მათი გონება სხვანაირად ვეღარ მუშაობს... ორმოცდამეერთე არა, მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“!

ტყუილებს და ბოროტებასაც თავი რომ დავანებოთ, უმძიმესი სანახავია და თანამედროვე სამყაროში მხოლოდ პუტინის და კიმ ჩენ ინის შემთხვევაში თუ გაახსენდება ვინმეს ლიდერის (თუ ბელადის) მიმართ ასეთი ფანატიზმი, ლექსების მიძღვნა, გაბზარული, ტირილნარევი ხმა თუ მონოლოგები და ათასი სხვა მესიანისტური დითირამბი! მსგავსი აღარასდროს იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, რომელიც განათლებულ, სამშობლოსმოყვარულ, ეროვნულ და ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებულ მომავალ თაობებს ეკუთვნით!“,- წერს მამუკა მდინარაძე.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით