რუსთავის ციხესთან, სადაც აქციისთვის მზადება მიმდინარეობს, შსს-ს წარმომადგენლებმა სცენაზე დასამონტაჟებელი ტექნიკის ნაწილი ტერიტორიიდან გაიტანეს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სცენაზე დასამონტაჟებელი ტექნიკის ნაწილი ტერიტორიიდან გაიტანეს.

სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს განუმარტეს, რომ იქ, სადაც სცენის აწყობა სურდათ, ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი და სხვა ალტერნატიულ ადგილზე გადაეტანათ. აქციის ორგანიზატორი კი აცხადებს, რომ ის ადგილი, რომელსაც სცენისთვის სთავაზობენ, მათთვის მისაღები არ არის.

„დილიდან გვქონდა ხელის შეშლის მცდელობა პოლიციის მხრიდან. გვითხრეს, რომ ამ ადგილზე ვერ გამართავთ აქციას და სხვა ადგილზე განათავსეთ სცენა. არ გვაცალეს და წაიღეს ჩვენი ტექნიკა, მონიტორები. ის ადგილი, რომელსაც გვთავაზობენ, ჩვენთვის მისაღები არ არის და იქ ხალხი ვერ დაეტევა. აქციას მაინც ჩავატარებთ",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა