ლევან ხაბეიშვილი - „ოცნებაში" სხვა შიშები აქვთ, თორემ სცენა იქნება თუ არ იქნება, მეასეხარისხოვანია

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი მივიდა.

მისი განმარტებით, დღეს აქცია აუცილებლად გაიმართება და სად დადგამენ სცენას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„სამწუხარო რეალობაა, რომ მითითებას იღებენ. თავად მოგვიწოდებდნენ გზა არ გადაიკეტოს და იქით დავდგათ სცენა, დღეს აღმოაჩინეს, რომ იქით არა, თურმე აქეთ სჯობია. სცენა მეასეხარისხოვანია, აქ ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე მოიყრის თავს, დადგებიან იქ სადაც გაუხარდებათ. „ოცნებაში" სხვა რაღაც შიშები აქვთ, თორემ სცენა იქნება თუ არ იქნება, მეასეხარისხოვანია.

აპარატურის გარკვეული ნაწილი წაიღეს. აპარატურა არის მნიშვნელოვანი, რომელიც დაქირავებულია და კერძო კომპანიისაა, ეს ხელისუფლების საკუთრება არაა. ამიტომ ჩამოვედი აქ, რომ ტექნიკაზე ამ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ. თქვეს, რომ ტექნიკას დააბრუნებენ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც დღეს ოპოზიციის მიერ აქციაა დაგეგმილი, ხმაური იყო. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სცენის აღჭურვისთვის საჭირო ტექნიკის ნაწილი ტერიტორიიდან გაიტანეს და მათ განუმარტეს, რომ იქ, სადაც სცენის აწყობა სურდათ, ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ იყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო